საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრდებული იყო 22 767 ადამიანი, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მათგან პირობით სასჯელს იხდიდა 11 153 ადამიანი, რაც მსჯავრდებულთა 50,1%-ია.
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 5 793 ადამიანს, რაც შეადგენს 24,4%-ს; ჯარიმა დაეკისრა – 4 665 ადამიანს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 886 მსჯავრდებულს.
საქსტატის ინფორმაციას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და განაცხადა, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.
რაც შეეხება დანაშაულის სახეებს, 2025 წელს მსჯავრდადებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულების პირველი სამეული ასეთია:
- ნარკოდანაშაულები – 5322 პირი;
- ქურდობა – 3208 პირი;
- ტრანსპორტის მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების დარღვევა – 733 პირი.