საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრი დასდეს 22 767 ადამიანს, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეს არის იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა მიმართაც უშუალოდ 2025 წლის განმავლობაში გამოიტანა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. მათგან 5 793 ადამიანს (24.4%) იმავე წელს სასჯელის სახედ განესაზღვრა საპატიმტო სასჯელი, ხოლო 11 305-ს (50.1%) – პირობითი სასჯელი.
შესაბამისად, 2025 წელს მსჯავრდადებულთაგან პირობითი სასჯელი ყველაზე გავრცელებული ზომა იყო და მას მსჯავრდებულთა ნახევარზე მეტი (50.1%) იხდიდა.
მსჯავრდადებულთა რიცხოვნობა 2020-2025 წლებში შემდეგნაირად იზრდებოდა:
- 2020 წელი – 12 980 პირი;
- 2021 წელი – 15 412 პირი;
- 2022 წელი – 18 850 პირი;
- 2023 წელი – 18 547 პირი;
- 2024 წელი – 16 961 პირი;
- 2025 წელი – 22 767 პირი;
რაც შეეხება პატიმართა საერთო რიცხოვნობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში – 2025 წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, ეს რიცხვია 11 153.
ეს რიცხვი მოიცავს როგორც წინა წლებში მსჯავრდადებულებს, ისე იმ ბრალდებულებს, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მაგრამ გამოტანილი არ არის საბოლოო განაჩენი.
საქსტატის ინფორმაციას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და განაცხადა, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული, რაც საქსტატის მონაცემებს არ შეესაბამება.
რაც შეეხება დანაშაულის სახეებს, 2025 წელს მსჯავრდადებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულების პირველი სამეული ასეთია:
- ქურდობა;
- ნარკოდანაშაული;
- ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.