სასულიერო პირთა განცხადებები, რომ ეკლესიაში არმისვლა ქრისტეს ღალატია, უპასუხისმგებლობაა - ეპისკოპოსი საბა

პუბლიკა

„პასუხისმგებლობას მე, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრი, არ გავურბივარ. ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ“, – ამის შესახებ  სინოდის წევრმა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი მოწოდება იყო სახლში დარჩენა, რომ ამ შეთანხმების შემდეგ, სასულიერო პირებს ვაჟკაცობა უნდა ეყოთ და პასუხისმგებლობა მრევლს არ გადააბრალონ.

„პასუხისმგებლობას მე, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრი, არ გავურბივარ. ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ. პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, სახელმწიფოსთან. იმის ვაჟკაცობაც გვეყოს და ვთქვათ, პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ. მრევლს ჩვენ რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს, ამიტომ მრევლს, რომელსაც ჩვენ ამ წუთას არჩევანის წინაშე ვაყენებთ… არ ვიცით, რა შედეგები იქნება აღდგომას. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ეკლესიაში“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

მისი თქმით, იმ სასულიერო პირების განცხადებები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ აღდგომას ეკლესიაში არმისვლა  ქრისტეს ღალატია, არის უპასუხისმგებლობა.

„მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ იმ სასულიერო პირების განცხადებებს თუ გაეცა პასუხი, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ ქრისტიანობა არის ვაჟკაცობა და აბა ახლა ვინ დარჩება სახლში და ვინ მოვა აღდგომას ტაძარში; 100 000 მოწამის ერი ვართ ჩვენ და ახლა გამოჩნდება ვუღალატებთ ქრისტეს თუ არა; ამ ადამიანების სიტყვებს თუ გავეცით ჩვენ პასუხი? თუ ვეუბნებით ხალხს, რომ ჩემო კარგებო, ეს ასე არ არის, დღეს თქვენ არავინ გართმევთ სარწმუნოებას, არავინ გართმევთ ქრისტეს სიყვარულს, არამედ დღეს ჩვენ ვებრძვით ვირუსს და ამ ვირუსთან ბრძოლის მეთოდებს გვეუბნებიან მედიცინის მუშაკები, სახელმწიფო და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს. ამიტომ, როდესაც გაავრცელეს, რომ თითქოს დღეს მართლმადიდებლობის დევნა იწყება, მრევლმა ეს სხვანაირად აღიქვა. ასეთი განცხადებები არის უპატივცემულო და უპასუხისმგებლო, პირველ რიგში მრევლის მიმართ“, – თქვა ინწკირველმა.


„ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოცილური დისტანცირება, – საპატრიაროსთან მოლაპარაკების შედეგებზე საკოორდინაციო საბჭს წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.