სავარაუდოდ, დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი 40-50%-ია - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს.

„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დელტა შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50% შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნებში თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ დელტა შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია“, – განაცხადა გაბუნიამ.