საზმაუს ბორდში ლიკა ბასილაია - შავგულიძე აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ლიკა ბასილაია – შავგულიძის არჩევას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა.

“მოკლედ რა დროს ეგაა ამ ომში, უხერხულიცაა, მაგრამ არ შეიძლება დიდი მადლობა არ გადავუხადო საპარლამენტო ოპოზიციას იმისთვის, რომ მხარი დამიჭირა და ბოლომდე გაიტანა ჩემი კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შევრცხვე სადმე ოდესმე ტყუილად ხარ მანდო, ვინმემ რომ არ თქვას და საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ხალხის ნდობის და ინტერესის გაზრდაზე ვიმუშავებ მთელი მონდომებით. ყველას დიდი მადლობა, ნაციონალურ მოძრაობას, ლელოს, გირჩებს, გახარიას გუნდს და მოქალაქეებს, ასევე გიორგი ვაშაძის გუნდის წევრებს, ასევე ფრიდონ ინჯიას გუნდს.” – წერს ლიკა შავგულიძე სოციალურ ქსელში.

13 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ორი ახალი წევრი –  ლაშა ტუღუში და ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. 13 აპრილის სხდომაზე ლიკა ბასილაიას კანდიდატურა ჩააგდო.

LB loan image desktop LB loan image mobile