„საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას“- სოლიდარობის აქცია აჭარის მაუწყებელთან

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.  ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე საშტატო განრიგში ცვლილებებს გეგმავს. ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში სხვადასხვა ოთხ მიმართულებაზე დირექტორების მოადგილეებს ეხებათ. კერძოდ, თუკი მრჩეველთა საბჭო კოხრეიძის წინადადებას მოიწონებს, აჭარის ტელევიზიაში დირექტორების მოადგილის შტატი გაუქმდება.

14 თებერვალს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს – წერს, რომ ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე არასასურველ ადამიანებს დევნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საგანგაშოს უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესებს. გავრცელებულ განცხადებას ხელს 11 ორგანიზაცია აწერს.

„2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი. ვფიქრობთ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს“, – აღნიშნულია მედია კოალიციის განცხადებაში.

 

LB loan image desktop LB loan image mobile