სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო - კობახიძე „შინ ევროპისკენ“ აქციაზე

პუბლიკა

„სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო. იმ გაგებით, რომ რწმენა არ აქვთ არანაირი, ხომ? მათი უფლებაა, მაგრამ რეალურად ასეთი ადამიანები იდგნენ სცენაზე“, – ასე მოიხსენია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შინ ევროპისკენ“ გამართული აქციების სპიკერები, რომლებიც აქციებზე სიტყვით გამოდიოდნენ.

ჟურნალისტმა მას დეოლიგარქიზაციაზე და წინა კვირებში მოძრაობის – „შინ ევროპისკენ“  აქციებთან დაკავშირებით ჰკითხა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პატრიოტი ადამიანი და ის ქვეყნიდან არ უნდა წავიდეს.

„სხვათა შორის, ერთ ევროპარლამენტარს მაიკლ გალერს წამოსცდა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო. ანუ, ნახეთ როგორ ესმით პატრიოტიზმი, ანუ პატრიოტი არის კაცი, რომელიც ქვეყანას ტოვებს. არც ნოსტალგია გაუგიათ, არც რამე მსგავსი ფენომენი გაუგიათ. ამ ადამიანებისთვის პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და უსამშობლო ადამიანებს უნდა ჩაბარდეთ ქვეყანა, ხომ?“, – თქვა მან.


საქართველოს კონსტიტუციით, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

LB loan image desktop LB loan image mobile