სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტა ალექსანდრ ვუჩიჩმა გუშინ, 8 სექტემბერს განაცხადა, დღეს კი არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა.
სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს ორშაბათს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მიმართა.
„ჩვენ გვჭირდება არჩევნების შედეგები, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს და აჩვენებს, საით მიემართება სერბეთი“, – განაცხადა მან.
ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უკვე წარადგინა წარადგინა. ვუჩიჩს, რომელიც ქვეყანას უკვე 12 წელია, მართვს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში, პარლამენტის არჩევნების ვადამდე ჩატარების შესახებ მანამდეც ჰქონდა განცხადებული.
სერბეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2027 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი.
სერბეთში თითქმის ორი წელია, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. აქციები მოჰყვა 2024 წლის ნოემბერში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურში ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტუდენტების მიერ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა თავდაპირველად კორუფციისა და პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნებს უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პოლიტიკურ მოძრაობად გადაიქცა.
ოპოზიცია და დემონსტრანტები ვუჩიჩსა და მის მოკავშირეებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობაში, ფართომასშტაბიან კორუფციაში, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირებსა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები ამ ბრალდებებს უარყოფენ.
დასავლური მედია წერს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით ვუჩიჩი შეეცდება, საპროტესტო მოძრაობის ფონზე, ხელისუფლებაზე კონტროლი და საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაამყაროს.
არჩევნები სერბეთისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან ეტაპად განიხილება. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელმა გააკრიტიკა კრიტიკას სამხედრო დამნაშავე რატკო მლადიჩის პატივის მიგება მისი გარდაცვალების შემდეგ. გარდა ამისა, ევროკავშირი დიდი ხანია, შეშფოთებულია დემოკრატიული უკუსვლის, კანონის უზენაესობის მდგომარეობისა და ბელგრადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებთან შეერთებაზე უარის გამო.