შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოვა

პუბლიკა

ევროპული საბოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ხელმოწერის ცერემონიის დასასრულს გახდა ცნობილი.

„მაქვს პატივი, გამოვაცხადო, რომ ხვალ მოვდივარ საქართველოში თქვენთან, ყველასთან შესახვედრად და იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი ნდობა და განვიხილო თქვენთან, როგორ შეიძლება გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას“, – განაცხადა დისტანციური ჩართვისას მიშელმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურმა მხარეებმა ევროკავშირის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

მას ესწრებოდნენ პროცესის მედიატორები – ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით ერთვებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.