დღეს ბრიფინგზე გიორგი გახარიას ჰკითხეს, რა შეზღუდვები იმოქმედებს მიცვალებულთა დღესთან დაკავშირებით, როცა, ტრადიციულად, მოქალაქეები სასაფლაოებზე გადიან. გახარიას თქმით, შეზღუდვები, რაც არსებობს, არსებობს ყველასთვის და ეხება ყველას.
„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებულნი და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია იმ დინამიკასთან ვირუსის გავრცელების, რომელიც იქნება.
არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, წინასწარ გავაფრთხილებთ ადამიანებს.
მოგეხსენებათ, რომ სასაფლაოები მუნიციპალური საკუთრებებია, იქაც, სადაც მუნიციპალური არ არის, ჩვენ მოგვიწევს, დიდი ალბათობით, გარკვეული პერიოდით ასეთი შეზღუდვების დაწესება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.