შემოქმედებითი სააგენტოები: არ ვითანამშრომლებთ ამ ბრენდებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს

პუბლიკა

კრეატიული სააგენტოების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ისინი არ ითანამშრომლებენ იმ ბიზნესთან, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

„ჩვენ, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბოიკოტს ვუცხადებთ ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.

არქი, CELFIE, Wissol, Wendy’s, Dunkin’, Smart, Subway, ჯორჯიან მანგანეზი, მილდიანი, აიჯი დეველოპმენტი, VR ჰოლდინგი, KTW, თეთრი კვადრატი, ანაგი.

ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ბრენდებთან.

ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ ბიზნესმენებს და მათ კომპანიებს!!!“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან: – ADHD – Betterfly – Enkeny Films – JWT Metro – Leavingstone – Maverik – Playmakers – Redberry – Socialsharks – Q&A – Quick – Watergunz – Windfor’s