შესაძლებელია, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია სეზონური გახდეს - ენტონი ფაუჩი

პუბლიკა

„შესაძლებელია, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია სეზონური გახდეს“ – ამის შესახებ აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, შეუძლებელია, რომ ვირუსი პლანეტიდან სრულიად აღმოიფხვრას. სავარაუდოდ, ვირუსი სეზონურად გამოცოცხლდება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა მუშაობს ბევრს, რათა მომავალში ამისთვის მზად იყვნენ, რაც გულისხმობს ვაქცინის შემუშავებასაც.

„იმედია, თუ ვიხილავთ ვირუსის სეზონურ გაცოცხლებას, მზად ვიქნებით და შესაძლებლობა გვექნება პროცესში ჩარევის, რაც არ გვქონდა დასაწყისში და არ გვაქვს ახლა“, – აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

worldometer-ის ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით Covid 19 -ით ინფიცირების 1,276,732 დადასტურებული შემთხვევა არსებობს. გარდაიცვალა 69,529, ხოლო გამოჯანმრთელდა – 265,956 ადამიანი.