შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულებრივ ნიშნებს – ოხანაშვილი გვარამიას განცხადებაზე

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას ფეისბუკპოსტი შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„ეს მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ სხვა არაფერია, თუ არა მათი რეალური ზრახვის გამოვლინება და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი – ხელისუფლების დამხობა, რევოლუციური სცენარი, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა. იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან,  განცხადებებში იქნებიან ფრთხილნი და დარჩებიან სამართლებრივ ჩარჩოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულებრივ ნიშნებს, რასაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია  მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

გუშინ ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა ფეისბუქპოსტი: „უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ!“.

„ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი შემთხვევა ჩემზე გამოძიების დაწყების. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და შეფასება იმის მიმართ, რას წარმოადგენს დღეს ხელისუფლება, უფრო სწორად ერთი ადამიანი“, – ასე გამოეხმაურა დღეს ნიკა გვარამია ოხანაშვილის შეფასებას.

 

LB loan image desktop LB loan image mobile