„შეთანხმების კიდევ ერთი ეტაპი მიღწეულია” – ფონ კრამონი მელიას გათავისუფლებაზე

პუბლიკა

„ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რაც მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს და ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში. ოპოზიციის დარჩენილი ნაწილი, მოწვეულია, რათა შეუერთდეს შეთანხმებას”, – დაწერა ფონ კრამონმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ევროკავშირის მიერ გადმორიცხული 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მან რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.