შიომღვიმეში არ მივდივარ,სავარუდოდ, წავალ თბილისში -პეტრე ცაავა

პუბლიკა

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეპარქიაში ხვალ ჩამოვა კომისია და მოხდება ინვენტარიზაცია. ცაავას განცხადებით, ის სავარაუდოდ თბილისში წავა.

„დამიკავშირდნენ საპატრიარქოდან, დამიკავშირდა ქორეპისკოპოსი თეოდორე და გადმომცა საქართველოს პატრიარქის დანაბარები.

აზრი იყო ასეთი: მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია წამოვიდეს ეპარქიიდან და გადავიდეს სხვაგან.

ხვალ გამოგზავნიან რამდენიმეკაციან ჯგუფს, ანუ კომისიას. რამდენიმე დღე დასჭირდება ამ აღწერას, ინვენტარიზაციას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში“-განაცხადა პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პატრიარქისგან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში გამწესებას ითხოვდა.

თუმცა პატრიარქის ბრძანებით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში გამწესდა.

31 ოქტომბერს სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება და გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან და სინოდის წევრობიდან. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).