შოლცი პასუხისმგებელია დაღუპულ უკრაინელებზე, რადგან ის არ გვაძლევს იარაღს - არესტოვიჩი

პუბლიკა

„გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პასუხისმგებელია დაღუპულ უკრაინელებზე, რადგან ის უკრაინას არ აძლევს მძიმე იარაღს, რომელსაც დაჰპირდა“, – განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.

ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას გერმანიიდან ესაჭიროება შორი მანძილის არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და უპილოტო საფრენი აპარატები.

„თუ იარაღი საკმარისი გვექნება, ჩვენ მოვიგებთ ომს. როდესაც დასავლეთმა მოგვცა 120 შორი მანძილის საარტილერიო დანადგარი, სიტუაცია ფრონტზე მაშინვე შეიცვალა. სამ დღეში რუსებმა დაკარგეს თავდასხმის სიჩქარე”, – თქვა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, გერმანია უკრაინას დაჰპირდა 88 leopard-ის ტიპის ტანკსა და 50 Gepard-ის ტიპის თვითმავალ საზენიტო დანადგარს, რაც უკრაინას ჯერ არ მიუღია.

 

LB loan image desktop LB loan image mobile