შრომის ინსპექციამ თბილისში ერთ-ერთი ღამის კლუბი დააჯარიმა და საქმიანობა შეუჩერა

პუბლიკა

შრომის ინსპექციამ თბილისში ერთ-ერთი ღამის კლუბი დააჯარიმა და საქმიანობა შეუჩერა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 13 იანვარს ქ.თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურმა პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოავლინა ფიზიკური პირის მიერ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტი.

კერძოდ, ამ ტერიტორიაზე არსებულ გასართობ დაწესებულებაში მართავდენენ დახურულ გასართობ ღონისძიებას, რაშიც მონაწილეობდა რამოდენიმე ათეული ადამიანი.

სამინისტროს ცნობით, ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერდა.

„შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ერთი მხრივ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა ახალი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.