შსს ადასტურებს პოლიციელების ძალადობის კადრების ავთენტურობას და ამბობს, რომ ის 4 წლის წინანდელია

პუბლიკა

შსს ადასტურებს „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრების ავთენტურობას და ამბობს, რომ ის 4 წლის წინანდელია, თუმცა დანაშაული 4 თვის წინ გამოავლინეს

„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი,  იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით“, – აცხადებს შსს.

ძალადობის ამსახველი კადრები გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში უჩვენეს. ანონსის მიხედვით, პოლიციელები თავად იღებდნენ მოქალაქეებზე ძალადობას და საერთო ჩატში აგზავნიდნენ. გადაცემა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.