შსს: პარლამენტთან გამოვიყენეთ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ „კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა”.

უწყება ამბობს, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

„აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.