შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აბაშაში დააკავეს პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული გუშინ, 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა.
ის შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.