სხდომა გადაიდო. მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ საზღვარს – გაფრინდაშვილის შვილი

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

„ადგილობრივი და საერთაშორისო ჩართულობის, ასევე, უამრავი დაპირების მიუხედავად, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღეს, – წერს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი, ფეისბუქგვერდზე.

„დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ, “საზღვარს” ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“, – წერს ირინა გაფრინდაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

LB loan image desktop LB loan image mobile