სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 351 შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

Worldometers-ის განახლებული მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 4 823 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 351 შემთხვევა ბოლო 24 საათში დადასტურდა. როგორც სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, აღნიშნული დღიური რიცხვი ყველაზე მეტია, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა. სომხეთში გარდაცვლილია 61 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 019 პაციენტი.

კორონავირუსის 3 274 შემთხვევაა დაფიქსირებული აზერბაიჯანში. Covid-19-ით გარდაცვლილია 39 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 2 015 ადამიანი.  37 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

290 678 კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანია რუსეთში. აქედან, ბოლო ერთ დღეში 8 926 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია ჯამში 2 722 პირი, მათგან ბოლო 24 საათში,  worldometers-ის მონაცემებში 91 ადამიანის გარდაცვალებაა ასახული.

თურქეთში კორონავირუსის 149 435 დადასტურებული შემთხვევაა. სულ გარდაცვლილია 4 140 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 109 962 პაციენტი, ხოლო 914 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

Covid-19-ის 120 198 შემთხვევა ფიქსირდება ირანში. გარდაცვლილია 6 988 ადამიანი, 94 კი 464 გამოჯანმრთელდა. Worldometers-ის მონაცემებით, ირანში 2 705 პაციენტი მძიმე/კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

რაც შეეხება საქართველოს. Stopcov.ge-ის მონაცემებით კორონავირუსის 701 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 432 და გარდაცვლილია 12 ადამიანი.

18 მაისის დილის მონაცემებით,  მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 4 819 372 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 316 961, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 864 269  ადამიანი.