სურსათზე ფასები 13.4%-ით გაიზარდა, ტრანსპორტზე - 3.1%-ით - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 % შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო კალათაში შემავალი
საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტულ ცვლილებას და შესაბამისი წვლილს ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:ხილი და ყურძენი (30.3% ), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 %), რძე, ყველი დაკვერცხი (15.4 %), თევზეული (14.5 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1%), პური და პურპროდუქტები (11.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები(8.2 %), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 %), ზეთი და ცხიმი (2.8 %);

  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15.4 %-ით, რაც 1.03 %-ით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულიაროგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.9 %), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 %);

  • დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.0 %-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.4% შეადგინა. ფასები გაიზარდა დასვენების,გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (11.6 %), ასევეგასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.6 %);

  • ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი მატება, სატრანსპორტო მომსახურებაზე (3%) დაპირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6%);

  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 7.4 %-ით, რაც 0.32%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივკვებაზე (8.4 %) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1%);