სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
კერძოდ, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.
საქართველოში დღეს, 25 ივლისს, 08:00 საათზე, ბოლო 2 დღეში მეორედ ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოირთო. ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბი გაითიშა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:20 საათიდან.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ამ დრომდე აცხადებს, რომ ადგენს მომხდარის გამომწვევ მიზეზებს.
„ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბარში ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ თქვა, რომ გამოირთო 500-კილოვატიანი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“.
„იმერეთზე“ არის ძირითადი დატვირთვა – ენგური უკავშირდება ენერგოსისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა“, – თქვა ლევან მებონიამ.