სუსის ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც „გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით მოტყუებით 11 300 ლარი აიღო“

პუბლიკა

„2 პატიმარს დაჰპირდა, რომ ციხიდან გაათვისუფლებდა“ – სუსის ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით მოტყუებით 11 300 ლარი აიღო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო“,- ნათქვამია სუსის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.