სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსიის საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხვაზე დაიბარა

ია კელერმანი

მედუზას ცნობით, ბელარუსი მწერალი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსიის საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხვაზე დაიბარა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა, რაც მოიცავს ბელარუსიის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მუხლი ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია ბელარუსიის კულტურის ყოფილი მინისტრი პაველ ლატუშკო.