თამბაქოს მოხამრების გამო ქვეყანაში 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია - სტურუა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ და ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თამბაქოს წინააღმდეგ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ლელა სტურუას თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეუული გართულებებით  8 მილიონი ადამიანი იღუპება.

„თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა და პირიქით კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა, იძულებულია, თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიიდან, მაგრამ ეს უკან არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებით იღუპება 8 მილიონი ადამიანი, ხოლო საქართველოში – 11 400 ადამიანი.

საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუბება თამბაქოს მოხმარების გამო, 300 000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოხმარებით, აქედან 300 არის ბავშვი. ანუ ყოველდღე თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტური ქმედებების გამო, ერთი ბავშვი გვეღუპება ქვეყანაში, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი“, – განაცხადა ლელა სტურუამ.