ტაქსების გაჩერებისთვის ავტობუსის ზოლში ადგილი გამოიყოფა - კანონპროექტი

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვით, თბილისში ტაქსის მგზავრთა ჩასხდომის ან გადმოსხდომის მიზნით ავტობუსისთვის გამოყოფილ ზოლში გაჩერება შეეძლება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, თბილისში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში ტაქსის მგზავრთა ჩასხდომის ან/და გადმოსხდომის მიზნით გამოიყოფა მოძრაობის ან/და გაჩერების ადგილები, რითაც ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ უსაფრთხოდ უზრუნველყონ მოძრაობა, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომა ან/და ავტომობილიდან გადმოსხდომა.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიიცირებულია, თუმცა მისი განხილვა ჯერ დაწყებული არ არის.