ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად შედის

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა, რომ X მოწვევის პარლამენტში წარმომადგენელი არ ეყოლება, პარტიის სიით არჩეულმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ ის საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელ დეპუტატად შევა.

„მე ველოდებოდი პოლიტბსაჭოს შეხვედრას. მეც გახლდით წევრი და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მეც ვემხრობი და მხარს ვუჭერ. თუმცა, ჩემი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან და წარმომადგენლობითი ფონიდან გამომდინარე, რომელიც მე მაქვს განსაკუთრებით რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით და ყველა ის გამოკითხვა, რომელიც მე ვაწარმოე ბოლო დროის განმავლობაში, მაძლევს იმის საფუძველს, რომ  დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი. ამ შემთხვევაში  „ევროპულ საქართველოს“ არ და ვერ წარმოვადგენ,“ – თქვა ნაკაიძემ.