თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი - ელისაშვილი „ღირსების მარშზე“

პუბლიკა

„რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების გარდა, პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა, არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები, უბრალოდ“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ელისაშვილი, უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი, დეპუტატი პასუხობს:

„იცით რა? თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი“, – განაცხადა ელისაშვილმა.


Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.