თბილისი - 670, იმერეთი - 257 | კორონავირუსის შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა, რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

„თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთი – 257, ქვემო ქართლი – 106, შიდა ქართლი – 107, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14“, – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების 9076 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 3 898  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1612 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 419 კოვიდპაციენტი და გარდაიცვალა 28 ადამიანი.