თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია - არიან დაშავებულები

პუბლიკა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მახლობლად, ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია. „პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, არიან მსუბუქად დაშავებულები.

როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარეობს სამუშაოები და ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ძალები.