თბილისში, ბაგებში კაცი ჩაცხრილეს, დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

თბილისში, ბაგებში კაცი ჩაცხრილეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.