თბილისში მიხეილ სააკაშვილის ოფისი გაიხსნა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს

პუბლიკა

„პარტიის წევრების, თითოეული თქვენგანის მხარდამჭერითა და ჩართულობით ჩვენ შევძელით მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნა, “- განაცხადა ოფისის გახსნისას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ .

მისი თქმით, სწორედ ამ სივრციდან გაიგებს საზოგადოება, რა ნაბიჯები იდგმება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, რა შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბით. ასევე, როგორც ის ამბობს, ამ სივრციდან შეიტყობენ ადამიანები სააკაშვილის მოსაზრებასა და დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით.

ოფისი გახსნასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა: