თბილისში უკრაინაში დაღუპული კიდევ 2 მებრძოლი ჩამოასვენეს

პუბლიკა

წუხელ პოლონეთიდან თბილისში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლები  – დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა.

ქართველი მებრძოლები ქალაქ იზუმთან, 9 აპრილს რუსი სამხედროების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.

თბილისის აეროპორტში დაღუპულ მებრძოლებს ოჯახის წევრები და აქტივისტები დახვდნენ.

როგორც მედიისთვისაა ცნობილი, დავით მენაბდიშვილს რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ნიკა შანავას კი ქვემო ორხევში, სახლში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომში უკვე 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.