წყნეთის ქუჩაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მანქანები და „სპარი“ გაქურდეს

პუბლიკა

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე მანქანები გატეხეს და მაღაზია „სპარი” გაქურდეს.

როგორც დაზარალებული „მთავარ არხს” უყვება, მაღაზიიდან წაიღეს დიდი ოდენობის თანხის ალკოჰოლური სასმელები, მძარცველები იყვნენ ნიღბიანები და სავარაუდოდ, არასრულწლოვნები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიიდან უკვე ამოიღეს ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.