თებერვალში ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას - ტიკარაძე

პუბლიკა

„თებერვალში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით  ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, “- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მინისტრის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი“, -განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.