თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის პოსტზე რჩება- ინფექციური

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის განცხადებით, თენგიზ ცერცვაძე კლინიკის დირექტორის თანამდებობზე რჩება. გადაწყვეტილება სპეციალურ ბრიფინგზე პრესსპიკერმა გიორგი ბერიძემ განაცხადა.

„თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას, აგრძელებს კოვიდცენტრების და კლინიკების მართვას.

გარდა ამისა, მას დაგეგმილი აქვს ხვალ აჭარაში ვიზიტი, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია, რათა გაუწიოს კოლეგებს კონსულტაცია.

გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად“, – განაცხადა ბერიძემ.

„არც არასდროს ჰქონია სურვილი, თენგიზ ცერცვაძე ამ მოწვევის პარლამენტში მოხვედრილიყო და თუნდაც დაეკავებინა თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე განათლების მინისტრთან შეხვედრის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია“, – ასე უპასუხა გიორგი ბერიძემ მედიაში გავრცელებულ თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესაძლო მიზეზებს.