ტერმინოლოგია არასწორადაა გამოყენებული - რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია წულუკიანის ბრძანებაზე

პუბლიკა

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია აცხადებს, რომ სუროგაციაზე იუსტიცისს მინისტრის ბრძანება, მომზადდა სფეროს ექსპერტების ჩართულობის გარეშე  და დაფიქსირებულია შესაბამისი ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება, რამაც გამოიწვია შინაარსობრივი ცდომილება.

„ბრძანების ამოქმედებისთანავე ასოციაციის მმართველი საბჭო აქტიურ რეჟიმში ცდილობს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო კომუნიკაციით ბრძანების სწორი რედაქციით ინტერპრეტაციას და საჭიროების მიხედვით ცვლილებსაც, რათა მოსახლეობის დროულად მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ავირიდოთ უარყოფითი უკუკავშირი. ჩვენი მიზანია დაჩქარებულ რეჟიმში სამთავრობო სტუქტურებთან შეხვედრის ორგანიზება, რათა კონსტრუქციული დისკუსიის რეჟიმში ერთად დავარეგულიროთ რეპროდუქციულ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები“,- ნათქვამია განაცხადებაში.

შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ბრძანების თანახმად, ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა და თუ ისინი:

ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;

ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.

 

LB loan image desktop LB loan image mobile