თეთნულდიდან 2 მთასვლელი გადმოვიყვანეთ, დარჩენილებიდან ერთი ნაპრალშია გადავარდნილი - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მწვერვალ თეთნულდიდან მაშველებმა დაშავებული ორი მთასვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

„დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდება დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი გადავარდნილია ნაპრალში, სამაშველო ღონისძიება გრძელდება“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 12 აგვისტოს საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შევიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროებოდა მაშველთა დახმარება.

უწყების ცნობით, Შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით. გართულებული მეტეო პირობების გამო კი ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა.