ღია თავდასხმები, დაკავება, დაჯარიმება — TI მედიაზე ძალადობის ტენდენციებს აფასებს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) 2023 წელს მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის 45-მდე შემთხვევიდან ჟურნალისტებზე ძალადობის სამი ძირითადი კატეგორია გამოყო:

  • მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები;

  • ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობა, მათი დაკავებები და დაჯარიმებები;

  • 2023 წლის ტენდენციები გაგრძელდა წელსაც.

ამ მხრივ, TI განსაკუთრებით უსვამს ხაზს ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობის, მათი დაკავებისა და დაჯარიმების პრაქტიკას, რომელიც ადასტურებს სამართალდარღვევათა კოდექსის ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებას.

განცხადებაში გამოყოფილია სამი ეპიზოდი, რომლებიც უკავშირდება ჟურნალისტების საპროტესტო აქციებზე დაკავებასა და მათ დაჯარიმებას:

  • ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის დაკავება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე (2 მარტი, 2023);

  • ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის დაკავება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე (2 მარტი, 2023);

  • ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის დაკავება კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაპროტესტებისას (23 იანვარი, 2024)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ამ ეპიზოდებს სამი საერთო მახასიათებელი აქვთ:

  1. დაკავების მუხლი: სამივე ჟურნალისტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევის ბრალდებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა (166-ე) და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე) გულისხმობს;

TI აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი გასულ წელსაც საუბრობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებულ კანონმდებლობაზე, როგორც რეპრესიულ ინსტრუმენტზე პოლიციის ხელში, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისთვის გამოიყენება.

„ჟურნალისტებთან მიმართებით ეს მუხლი გამოიყენება პროფესიულ საქმიანობასთან კონტექსტში და ქმნის ბარიერებს მოვლენების გაშუქებისას, ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემის პროცესში. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით ჟურნალისტების დაკავების დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

  1. დაკავების მუხლი: სამივე ჟურნალისტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევის ბრალდებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა (166-ე) და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე) გულისხმობს;

  2. განმხილველი მოსამართლე: სამივე საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა ერთი და იგივე მოსამართლემ –  ნინო შჩერბაკოვმა. ერთი მოსამართლის მიერ საქმეების ერთგვაროვნად განხილვა ბადებს ეჭვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაშიც მედიის როლი შეუცვლელია.

ამასთან, TI აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზაცია მედიის წინააღმდეგ არსებული გამოწვევების მხოლოდ ერთი ასპექტია.

„ამ ფონზე, კიდევ უფრო თვალშისაცემი და საყურადღებოა  საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული (ე.წ. SLAPP) სარჩელების ზრდის ტენდენციაც და კოორდინირებული შეტევები დამოუკიდებელ მედიაზე.  სწორედ ამიტომ, მედიასთან დამოკიდებულებისას, არსებითია სამართალდამცველებმა და სასამართლომ  იხელმძღვანელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით და დაამკვიდროს პრაქტიკა, რომელიც გააუმჯობესებს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს საქართველოში და მისცემს მედიის წარმომადგენლებს საშუალება იმუშაონ უსაფრთხო  და თავისუფალ გარემოში“, – ნათქვამია განცხადებაში.