„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების სია გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის განცხადებით, დოკუმენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ეფუძნება.
TI-ის განცხადებით, ამჟამად საქართველოში 90 პირი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრის ერთ ან რამდენიმე საერთაშორისო კრიტერიუმს.
ორგანიზაციის განმარტებით, თითოეული საქმე ინდივიდუალურად არის შეფასებული საქმის გარემოებების, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების საფუძველზე.
დოკუმენტის მიხედვით, სია ეფუძნება არა პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ სამართლებრივ ტესტს, რომლის თანახმადაც პირი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან, პოლიტიკური მოტივებით დაკავებასთან, როდესაც ჩადენილ ქმედებას სამართალდარღვევასთან კავშირი არ აქვს, აშკარად არაპროპორციულ სასჯელთან, დისკრიმინაციულ მოპყრობასთან ან ისეთ სამართალწარმოებასთან, რომელიც შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან.
ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტში თითოეული პირის მიმართ მითითებულია, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმი ან კრიტერიუმები მიიჩნევა დაკმაყოფილებულად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმრების ასეთი რაოდენობა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესებაზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012) რეზოლუციის თანახმად , ნებისმიერი თავისუფლებააღკვეთილი პირი მიიჩნევა „პოლიტიკურ პატიმრად “, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთს ან რამდენიმეს:
(ა) დაკავება /დაპატიმრება განხორციელდა ფუნდამენტური გარანტიების დარღვევით კერძოდ, აღმსარებლობის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების დარღვევით
(ბ) დაკავება /დაპატიმრება განხორციელდა მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, სამართალდარღვევასთან კავშირის გარეშე.
(გ) პატიმრობის ვადა ან მისი პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ სამართალდარღვევასთან შედარებით, რომელშიც პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ ან რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;
(დ) პირი დაკავებულია დისკრიმინაციული წესით სხვა პირებთან შედარებით
(ე) დაკავება/დაპატიმრება წარმოადგენს აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგს, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია პოლიტიკურ მოტივებთან.
მზია ამაღლობელი
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ელენე ხოშტარია
• ბრალდება: ქონების განადგურება
• სასჯელი: 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ლევან ხაბეიშვილი
• ბრალდება: ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება; საბოტაჟი
• სასჯელი: 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ)
ზვიად კუპრავა
• ბრალდება: ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება
• სასჯელი: 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ბაჩო (ბაჩანა) ახალაია
• ბრალდება: ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება
• სასჯელი: 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ნიკა მელია
• ბრალდება: სასამართლოს უპატივცემულობა
• სასჯელი: 8 თვით თავისუფლების აღკვეთა + საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ირაკლი ოქრუაშვილი
• ბრალდება: სასამართლოს უპატივცემულობა
• სასჯელი: 8 თვით თავისუფლების აღკვეთა + საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
გიორგი ჩიკვაიძე
• ბრალდება: მითვისება (სამოქალაქო დავის კრიმინალიზება)
• სასჯელი: 9 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ირაკლი პაპიაშვილი
• ბრალდება: მითვისება (სამოქალაქო დავის კრიმინალიზება)
• სასჯელი: 8 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
პაატა ბურჭულაძე
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება
• სასჯელი: 7 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ნანა სანდერი
• ბრალდება: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება
• სასჯელი: 7 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
მურთაზ ზოდელავა
• ბრალდება: იგივე დანაშაულები, რაც პ. ბურჭულაძის შემთხვევაში
• სასჯელი: 7 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ირაკლი ნადირაძე
• ბრალდება: იგივე დანაშაულები, რაც პ. ბურჭულაძის შემთხვევაში
• სასჯელი: 7 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ლაშა ბერიძე

პაატა მანჯგალაძე
• ბრალდება: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება
• სასჯელი: 7 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ზვიად ცეცხლაძე
• ბრალდება: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება
• სასჯელი: 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ვასილ კაძელაშვილი
• ბრალდება: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება
• სასჯელი: 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ვეფხია კასრაძე
• ბრალდება: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება
• სასჯელი: 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ზვიად რატიანი
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ანზორ (ანრი) კვარაცხელია
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
გიორგი მინდაძე
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
დავით ლომიძე
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
თეიმურაზ ზასოხაშვილი
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
საბა ჯიქია
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ანატოლი გიგაური
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
მათე დევიძე
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
გიორგი ოკმელაშვილი
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
საბა სხვიტარიძე
• ბრალდება: სხეულის დაზიანება (გადაკვალიფიცირდა მსუბუქ დაზიანებად)
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ფრიდონ ბუბუტეიშვილი
• ბრალდება: ქონების დაზიანება; პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ირაკლი მეღვინეთუხუცესი
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
დავით კოლდარი
• ბრალდება: ქონების დაზიანება
• სასჯელი: 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
გურამ ხუტაშვილი
• ბრალდება: ქონების დაზიანება
• სასჯელი: 3 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
დანიელ მუმლაძე
• ბრალდება: ქონების დაზიანება
• სასჯელი: 3 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
არჩილ მუსელიანცი
• ბრალდება: ქონების დაზიანება
• სასჯელი: 4 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
დენის კულანინი
• ბრალდება: ქონების დაზიანება
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
დავით ხომერიკი
• ბრალდება: აფეთქების მომზადება
• სასჯელი: 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ანტონ ჩეჩინი
• ბრალდება: ნარკოტიკული საშუალების ფლობა
• სასჯელი: 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ანასტასია ზინოვკინა
• ბრალდება: ნარკოტიკული საშუალების ფლობა
• სასჯელი: 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
არტემ გრიბული
• ბრალდება: ნარკოტიკული საშუალების ფლობა
• სასჯელი: 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
გელა ხასაია
• ბრალდება: სხეულის დაზიანება
• სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი მსჯავრი (საპროცესო შეთანხმება)
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
ზურაბ მენთეშაშვილი
• ბრალდება: გზის გადაკეტვა (რეციდივი, სისხლის სამართლის დანაშაული)
• სასჯელი: 9 თვით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
გოგი ჩახუნაშვილი
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
აბო ნავერიანი

დავით ჟღენტი

კახაბერ მჟავანაძე
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
დავით სტურუა

კონსტანტინე კოკაია
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ზაქრო ალბუთაშვილი
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ზურაბ ჭავჭანიძე
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ვლადიმერ გველესიანი
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ამირან დოლიშვილი
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ანტონ ვარდანიძე
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ალექსანდრე ჩილაჩავა
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
გენადი კუპრეიშვილი
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
სულხან ტუღუში

რამაზ მამულაძე

მანუჩარ მიქელაძე
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
თორნიკე მჭედლიშვილი
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ნიკა გვენცაძე
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ირაკლი ჩხვირკვია
• ბრალდება: სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
გური ჟვანია
• ბრალდება: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
სიმონ მახარაძე
• ბრალდება: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი მსჯავრი (საპროცესო შეთანხმება)
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
კახაბერ კვაჭანტირაძე
• ბრალდება: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი მსჯავრი (საპროცესო შეთანხმება)
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
გია თოლორაია

მიხეილ თოლორაია

ავთანდილ თოფჩიშვილი
• ბრალდება: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი მსჯავრი (საპროცესო შეთანხმება)
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
იური ლომიძე

დავით გიუნაშვილი
• ბრალდება: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი მსჯავრი (საპროცესო შეთანხმება)
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
გიორგი ტალახაძე

ბექა მაჭავარიანი
• ბრალდება: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი მსჯავრი (საპროცესო შეთანხმება)
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
საბა კორძაია

გიორგი კირვალიძე
• ბრალდება: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
• სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი მსჯავრი (საპროცესო შეთანხმება)
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
კობა ეპიტაშვილი

თამარ ლორთქიფანიძე
• ბრალდება: პოლიციელზე ძალადობა; საპატრულო მანქანაზე თავდასხმა
• სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა + 3 წლით პირობითი მსჯავრი (საპროცესო შეთანხმება)
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)
ირაკლი მიმინოშვილი
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
გიორგი გორგაძე
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ნიკოლოზ ჯავახიშვილი
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
თორნიკე გოშაძე
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ინსაფ ალიევი
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
კანო არჩაია
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
რუსლან სივაკოვი
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ლუკა ჯაბუა

ანდრო ჭიჭინაძე
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
გურამ მირცხულავა
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ონისე ცხადაძე
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ვალერი თეთრაშვილი
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
გიორგი ტერიშვილი
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ირაკლი ქერაშვილი
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
რევაზ კიკნაძე
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
სერგეი კუხარჩუკი
• ბრალდება: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა
• სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ) (დ)
ისაკო დევიძე
• ბრალდება: სასამართლოს უპატივცემულობა
• სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (საპროცესო შეთანხმება)
• სტატუსი: (ა) (ბ) (გ)