თიბისიმ კიბერუსაფრთხოების შესახებ ფორუმს უმასპინძლა

რეკლამა

ჟურნალ The Economist-ის წლიური გამოცემის და კომპანია „სპექტრის“ ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით 30 ივნისს, თიბისი კონცეფტის სივრცეში გაიმართა ფორუმი „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“. 

ფორუმის მიზანი კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს შორის  საკითხის მიმართ  ცნობიერების  ამაღლება  და ინდუსტრიული ტრენდების და  საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა იყო; ასევე, 2021 წელს ძალაში შესული „კანონის ინფორმაციული უსაფრთხოების“ განხილვა. 

დარგის ექსპერტებმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ბიზნეს სექტორში გადაწყვეტილების მიმღებებთან  კიბერუსაფრთხოების სფეროს ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხების, ტრენდების, ახალი საფრთხეების, შესაძლებლობების და პრობლემის მოგვარების გადაჭრის გზების შესახებ დისკუსია გამართეს. 

პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე გაიმართა – როგორ უწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების  ტრენდები შემოსავლების ზრდას და რისკების მინიმიზებას; ბიზნესუწყვეტობის ჩავარდნის გამო მიღებული ფინანსური და რეპუტაციური  ზარალი, როგორია ადგილობრივი და მსოფლიო  პრაქტიკა, რა არის კიბეუსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევები. 

ფორუმის დასაწყისში თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მოწვეულ სტუმრებს მაკროეკონომიკული მიმოხილვა გააცნო და ეკომინომიკურ მაჩვენებლებზე უკრაინის ომის გავლენაზე ისაუბრა. 

LB loan image desktop LB loan image mobile