თინა ბოკუაჩავას პარლამენტში თალაკვაძის კაბინტთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს

პუბლიკა

პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა პარლმენტის შენობაში არჩილ თალაკვაძის კაბინეტთან მისვლას და თალაკვაძესთან შეხვედრას მოითხოვდა. მისი თქმით, თალაკვაძისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტის შენობაში შემოყვანაზე უნდა დაესვა შეკითხვა, რადგან, ბოკუაჩავას თქმით, თავმჯდომარეს შეუძლია, უზრუნველყოს პარლამენტის შენობაში მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მეუღლის შეყვანა.

თალაკვაძის კაბინეტთან ბოკუჩავა პარლამენტის დაცვის თანამშრომლებმა არ მიუშვეს. დეპუტატთან შესახვედრად თალაკვაძის კაბინეტიდან მისი მდივანი გამოვიდა და უთხრა, რომ თავმჯდომარე პარლამენტის შენობაში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

თინა ბოკუჩავას თქმით, ის ვოლსკისთან შეხვედრას შეეცდება.

დღეს ენმ-ის წევრებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს  თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ბრიფინგი უნდა გაემართა პარლამენტში.

მალზახ მაჩალიკაშვილი დაცვის წევრებმა  შენობაში არ შეუშვეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დაპირისპირების შემდეგ კი მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მას ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა.