ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გენერალური პროკურორის პამ ბონდის ბრძანებით, უცხოური გავლენის შემსწავლელი ჯგუფი გაუქმდა. როგორც მედია წერს, თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეჩერდეს ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა ჩინეთის, რუსეთისა და სხვა შტატების მოწინააღმდეგეების საიდუმლო გავლენის კამპანიებთან საბრძოლველად, რომლებიც ცდილობდნენ კეთილგანწყობის მოპოვებას და ქაოსის დათესვას ამერიკის პოლიტიკაში.
ბრძანებით იშლება FBI-ის საგარეო გავლენის სამუშაო ჯგუფი და ჩერდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულება, მიუხედავად აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების მრავალწლიანი გაფრთხილებისა, რომ უცხოური მავნე ზემოქმედების ოპერაციები, რომლებიც დეზინფორმაციას მოიცავს, მზარდი და საშიში საფრთხე იყო.
„რესურსების გასათავისუფლებლად უფრო აქტუალური პრიორიტეტების გადასაჭრელად და პროკურატურის დისკრეციის ბოროტად გამოყენებისა და იარაღად გამოყენების რისკების დასასრულებად, საგარეო გავლენის სამუშაო ჯგუფი უნდა დაიშალოს“, – ნათქვამია ბრძანებაში.
ასევე ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის ბრალდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევისთვის, რომელიც მოითხოვს, რომ ადამიანები დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის სახელით ლობირებისას, „შეიზღუდება უცხოური სამთავრობო აქტორების მიერ უფრო ტრადიციული ჯაშუშობის მსგავსი ქცევის სავარაუდო შემთხვევებით“.
უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი ათწლეულების წინანდელი კანონია, რომელმაც ბოლო წლებში ტრამპის თანამოაზრეები „მოიმწყვდია“, დაწყებული პოლ მანაფორტისგან, ტრამპის 2016 წლის კამპანიის თავმჯდომარე, ასევე გენერალი მაიკ ფლინის, ეროვნული უსაფრთხოების პირველი მრჩეველი ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს, ასევე რუსი „ოპერატიულები“ (საიდუმლო აგეტი), რომლებიც, სავარაუდოდ, აფინანსებდნენ ტრამპის მომხრე მედია მოღვაწეებს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.