ტრამპის წარმომადგენლები უიტკოფი და კუშნერი კიევში ჩავიდნენ

პუბლიკა

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში იმყოფებიან. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ვოლოდიმერ ზელენსკიმ გაავრცელა პლატფორმა x-ზე. 

„მოლაპარაკებები დაიწყო” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამერიკელი წარმომადგენლები კიევში მატარებლით ჩავიდნენ, ხოლო სადგურზე მათ უკრაინის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დახვდნენ, მათ შორის, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი პირველი მოადგილე სერჰი კისლიცია, უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი.

მაქამდე, 5 სექტემბერს ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებოდნენ. ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

პუტინის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა გამართულ შეხვედრას შინაარსიანი და ნდობით აღსავსე უწოდა. როგორც მან მედიას განუცხადა, პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობა. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა კი პირობა დადეს, რომ კიევში დაგეგმილი მომავალი მოლაპარაკებების დროს რუსეთის მიერ წარმოდგენილ ვითარების შეფასებებს გაითვალისწინებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პუტინის წარმომადგენელმა.