რუსული სახელმწიფო სააგენტო TACC იუწყება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში უკვე ჩავიდნენ.
სააგენტოს ცნობით, ამერიკელ მომლაპარაკებლებს აეროპორტში უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, „პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის“ ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა. თვითმფრინავი მოსკოვის დროით 12:52 საათზე დაეშვა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ემოციურ-პოლიტიკური ემისრები უიტკოფი და კუშნერი რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის სასურველი სტუმრები არიან და მოსკოვი მათთან სიამოვნებით თანამშრომლობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა:
„მათ თან მიაქვთ ომის შეწყვეტის წინადადება. ჩვენ გვაქვს იდეა, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას“.
უიტკოფი და კუშნერი 6 სექტემბერს უკრაინაშიც ჩავლენ.
ვრცელდებოდა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი უკრაინაში შესაძლოა თვითმფრინავით გაფრენილიყვნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, წუხელ ბორისპოლის და კიევის აეროპორტებზე დემონსტრაციული იერიში მიიტანეს. პრეზიდენტი ამ თავდასხმას სწორედ აშშ-ის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებს.