„თუ ფსევდომეცნიერული სივრცე ჩამოყალიბდა, იქ ძალიან რთულია რამის შექმნა“ - გია დვალი

პუბლიკა

საზოგადეობრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“  აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე დასმულ შეკითხვაზე, მეცნიერმა, ფიზიკოსმა გია დვალმა ისაუბრა.

მისი თქმით, მეცნიერებას გარკვეული ტიპის ფუნქციონირებისთვის აქვს აუცილებელი პირობები, ანუ მეცნიერება უნდა იდგეს გარკვეულ ბურჯებზე და აკადემიური თავისუფლებაც ერთ-ერთი ასეთია.

გია დვალი ამბობს, რომ აკადემიური თავისუფლება ეს არ არის  მაღალფარდოვანი სიტყვა, ეს არის აუცილებელი კომპონენტი, რომ თანამედროვე მეცნიერებამ ფუნქციონირება შეძლოს.

„თუ რომელიმე ეს პირობა გამოაცალეთ, უბრალოდ თავის ამოცანას ვერ შეასრულებს მეცნიერება და ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ყველაზე საშიში რაღაცას, რასაც ჰქვია ფსევდომეცნიერება.

ანუ ეს კიდევ ცალკე თემაა და საინტერესი, მაგრამ არაფერზე უარესი არის ფსევდომეცნიერება. რადგან არაფერზე შენ შეგიძლია კიდევ რაღაც დააშენო, ახალი, მაგრამ თუ ფსევდომეცნიერული სივრცე ჩამოყალიბდა იქ ძალიან რთულია რამის შექმნა ან გადაკეთება და ა.შ.

ამიტომ აკადემიური თავისუფლება ერთ-ერთი კომპონენტია და ეს დიდი ხანია გააზრებულია და არსებობს სხვადასხვა მექანიზმი ამ აკადემიური თავისუფლების დაცვის.

… ამას ახსნაც რად უნდა, ცხადია, რომ ეს თუ გამოვაცალეთ [აკადემიური თავისუფლება მეცნიერებას], ეს ამ ქსოვილს დაანგრევს” -ამბობს ის.

 

LB loan image desktop LB loan image mobile