„თუ კიევი ომს შეწყვეტს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს" — ლავროვი გაეროში

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაეროში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ თუ „კიევი ომს შეწყვეტს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს”.

„ასიათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადარჩება, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას და დასავლეთის ინტერესების დასაცავად თავის მოქალაქეებს საზარბაზნე ხორცად არ გაიმეტებს”. – განაცხადა მან.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ ომში არ არსებობს უკრაინელი ხალხის ინტერესები”.

„არსებობს მხოლოდ ანგლო-საქსების და მათი თანაშემწეების და კიევის კრიმინალური, დამპალი ელიტის ინტერესები, რომელიც ორმხრივი პასუხისმგებლობით არის მიბმული დასავლეთთან და რომელსაც ეშინია, რომ ომის დასრულებიდან მეორე დღესვე მოიშორებენ”. – თქვა სერგეი ლავროვმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. მას შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დაღუპულია 360 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი.