თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს, ვერ ვხვდები - პაპუაშვილი მელიაზე

პუბლიკა

„თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს, ვერ ვხვდები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას მოწოდების საპასუხოდ განაცხადა.

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია მოუწოდებს პოლიტიკურ მხარეებს, მოიხსნას დღის წესრიგიდან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის საკითხი და ამ შემთხვევაში ის დათანხმდება ევროკავშირის გირაოს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ჩაეშალათ მთელი მცდელობა დესტრუქციის. შედგა შეთანხმება შარლ მიშელი ინიციატივით. ახლა ცდილობენ, რომ რამენაირად ამ შეთანხმების აღსრულება ჩაშალონ, ამის ნაწილია დღეს ეს განცხადებაც.

თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს, ვერ ვხვდები… თუკი თანახმაა, რომ გირაოთი გამოვიდეს, რაღატომ ელოდება ევროკავშირმა რომ გადაიხადოს გირაო, თავად გადაიხადოს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.